LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობები, რომლებმაც როლისთვის რადიკალურად შეიცვალეს გარეგნობა

366
mvswsnwnssss

მართალია, არტისტის პროფესია ვერ იტანს ერთფეროვნებას, მაგრამ ზოგჯერ მსახიობები ისე რადიკალურად იცვლიან გარეგნობას, რომ მათი ამოცნება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ჯარედ ლეტო, ,,დალასის მყიდველთა კლუბი” – ტრანსექსუალ პერსონაჟს ჟან-მარკ ვალეს ბაიოპიკში, ლეტომ მთელი 18 კილოგრამი შესწირა და ქალს დამსგავსებულმა რადიკალურად შეიცვალა გარეგნობა, თუმცა მსხვერპლი დაუფასდა და რეიონის როლით, რომელიც კრიტიკოსებმა საუკეთესოდ აღიარეს, მან ,,ოსკარი” და ,,ოქროს გლობუსი”  მიიღო.

იონას დასლერი, ,,ოქროს ხელთათმანი” – ფატიჰ აკინის ფილმმა დასავლეთ გერმანელ ფსიქოპატ მკვლელზე არაჩვეულებრივად გადმოსცა 1970-იანი წლების  ატმოსფერო, დასლერი კი, გრიმიორების წყალობით იდეალურად მოერგო ფრიც ჰონკას როლს.

ემა სტოუნი, ,,სქესთა ომი” – მართლაც ძვირი დაუჯდა სტოუნს ცნობილი ჩოგბურთელის ბილი ჯინ კინგის როლის შესრულება, რადგან დიდი რაოდენობით პროტეინის კოქტეილებს, სპორტდარბაზში ხანგრძლივი ვარჯიში და კორტზე გატარებული დღეები მოჰყვა, თუმცა მსახიობი არა ათლეტურმა აღნაგობამ, არამედ სტილისტმა შეცვალა, რომელმაც სათვალე მოარგო და თმა შავად შეუღება.

კოლინ ფარელი, ,,ლობსტერი” – უიღბლო ჭარბწონიანი ბერბიჭას როლისთვის ფარელს ხშირ ულვაშთან და უგემოვნო ვარცხნილობასთან მოუწია შეგუება, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ჩვეული რეჟიმის დარღვევა განიცადა, რადგან რამდენიმე თვე სწრაფი კვების კერძებით მოუწია დაკმაყოფილება.

პიტერ მეიჰიუ, ,,ვარსკვლავური ომები” – ამბობენ, თითქოს მეიჰიუმ სულ რამდენიმე წამში მიიღო როლი, როცა ჯორჯ ლუკასის წინაშე მთელი თავისი 2 მეტრით და 21 სანტიმეტრით გაიშალა. სხვათაშორის, სწორედ სიმაღლის წყალობით შესთავაზეს მეჰიუს მინოტავრის როლიც ფილმში ,,სინბადი და ვეფხვის თვალი”.