LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობელი: „ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ პროტესტს, როცა ღარიბაშვილი სამართლებრივ აქტს მოაწერს ხელს, სადაც იქნება გაწერილი ვადები და არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა შემოტანილი იქნება მედიკამენტი“

127
ipn- ფოტო აქცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადების საპასუხოდ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა განცხადება გააკეთა.

თამარ გაბუნია: მზად ვართ, დაჩქარებულად შევქმნათ აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი

მისი თქმით, „ერთადერთ შემთხვევაში შეწყვეტენ პროტესტს, როცა პრემიერი ღარიბაშვილი სამართლებრივ აქტს მოაწერს ხელს, სადაც იქნება გაწერილი ვადები და არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა შემოტანილი იქნება მედიკამენტი „ვოზორიტიდი“.

„ბავშვებისთვის ყოველი უწამლო დღე დაკარგულია“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია იმართება

„ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ ჩვენ საპროტესტო აქციას და წავალთ სახლში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს სამართლებრივ აქტს, სადაც იქნება გაწერილი ვადები და არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა შემოტანილი იქნება მედიკამენტი „ვოსორიტიდი“. სხვა შემთხვევაში თამარ გაბუნიას ნათქვამის არ გვჯერა არცერთ მშობელს. ჩვენ უამრავჯერ გვაქვს მისი საუბარი მოსმენილი. როგორ უნდა დავიჯეროთ მისი ნათქვამი, როდესაც თვითონ ტყუილს ავრცელებს ამ მედიკამენტის არაეფექტურობის შესახებ და უცებ შეიცვალა ახლა ყველაფერი და თურმე დაჩქარებული წესით მუშაობენ. ამიტომ, არ დავიჯერებთ! ბატონო პრემიერო, გთხოვთ ისევ შეგვხვდეთ და მოაწეროთ ხელი განკარგულების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს და თქვენსას ვირწმუნებთ. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ თამარ გაბუნიას და ზურაბ აზარაშვილს, მან მომიყვანა ამ მდგომარეობამდე მე!“ – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g