LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვებისთვის ყოველი უწამლო დღე დაკარგულია“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია იმართება

184
Untitled design (1)

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის „საფარის“ წარმომადგენელი სალომე ბარკერი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით „ვოზორიტიდით“ უზრუნველყოს.

აქციაზე იმყოფება 7-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილიც, რომელიც დედებს მხარდაჭერას უცხადებს.

სალომე ბარკერი აქციაზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g