„ჩემო ძვირფასებო, დამიჯერეთ, არ არის ტრაგედია თუ ხარ გოიმი. “ – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე და მის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, „მთავარია, ისწავლო მშვიდი, საუბარი და შიგადაშიგ გამოურიო უცხო ტერმინები“

„მთავარია, კარგად დამალო შენი სიგოიმე, თუ დააკვირდები, ამას საუცხოოდ თავს ართმევს მავანნი.
აუცილებელია, როგორმე უნდა ისწავლო მშვიდი, დახვეწილი საუბარი, თან შიგა და შიგ გამოურიო უცხო ტერმინები. რაც უფრო ბევრ უცხო სიტყვას იტყი, მით უფრო დამალავ სიგოიმეს, მთავარია კარგად გამოთქვა, არაუშავს თუ ზუსტად არ იცი მნიშვნელობა.
აუცილებელია გეცვას ბრენდი, თუნდაც ჩუმად ნაყიდი მეორადებში, თან ხაზგასმით არა, ისე ვითომც არაფერი, უნდა ჩამოთვალო ბრენდები , (მაგალითად)ეს გუჩის სათვალეა, ეს შანელი პერანგი, ეს ვერსაჩეს შარვალი, ეს დოლჩეს კაბა (მე რაც ვიცოდი, ის დავწერე)
და მთავარი, კარგად და ბოლომდე რომ დამალო სინამდვილე, ხშირად და გაოცებულმა სხვაზე უნდა იძახო ,,დედა რა გოიმიაააა” ( გაწელილი უხდება). – წერს სოციალურ ქსელში გია ჯაჯანიძე.

ჩემო ძვირფასო, დამიჯერეთ, არ არის ტრაგედია თუ ხარ გოიმი.
მთავარია, კარგად დამალო შენი სიგოიმე, თუ დააკვირდები, ამას …

Posted by George Jajanidze / გიორგი ჯაჯანიძე on Thursday, September 21, 2023

 

ვიდეო: ექსტრემალი ვყოფილვარ და არ მცოდნია – გია ჯაჯანიძე სახალისო კადრებს გვიზიარებს

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები