LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გეგმავს, რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მისცეს

81
daketilia

უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, რომ შაბათ-კვირას ჩვენი სახელმწიფოს სტუმრები, თუ ჩვენი მოქალაქეები ვერ მიდიან ერთმანეთში და ვერ სადილობენ.

„რა თქმა უნდა, ეს დარტყმაცაა სარესტორნო ინდუსტრიისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ”, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები