LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს

92
Passenger-airplane-taking-o-916x516

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს, ვინაიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს. ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას,”- განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსის გამო Ryanair-მა იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები