LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ინტელექტუალური სამჭედლო“ – ხაბეიშვილი განმარტავს, რატომ სურს პარტიის თავმჯდომარეობა

83
ლევან ხაბეიშვილი

„ჩემმა თანამებრძოლებმა არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და ვინმეს ჰგონია, რომ მე რამეზე უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ვაიმე, ახლა მე ეს არ შემიძლია-მეთქი? შემიძლია“, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა და განმარტა, რის გამოც  ენმ-ის თავმჯდომარეობა სურს.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, გუნდის შიგნით, მას გამოუცდელობის გამო იწუნებენ. დეპუტატის თქმით, ენმ-ში ბევრი გამოცდილი და დაბრძენებული პოლიტიკოსია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ინტელექტუალური სამჭედლო, რაც უნდა გამოვიყენოთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება თავმჯდომარე, რომელიც ასხივებს ძალას, ერთობას, მუხტს – ლევანი ჩვენს პარტიას გააძლიერებს, მოიყვანს ფორმაში: თათია ნიკოლაიშვილი

„როცა ამბობენ, რომ აი მანამდე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო. დიახ, მე პარტიის თავმჯდომარეობა არ მინდოდა და ეს განცხადება გავაკეთე. ოღონდ, როდესაც მე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოვადგენ, აქ უამრავი ლიდერია და გუნდია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი.

ჩემმა თანამებრძოლებმა არჩევანი ჩემზე შეაჩერეს და ვინმეს ჰგონია, რომ მე რამეზე უკან დავიხევ და ვიტყვი, რომ ვაიმე, ახლა მე ეს არ შემიძლია-მეთქი? შემიძლია. მიწუნებენ, რომ თურმე ხაბეიშვილი გამოცდილი არ არისო. ენმ-ში იმდენი გამოცდილი და დაბრძენებული პოლიტიკოსია. პირდაპირ გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა არის ინტელექტუალური სამჭედლო.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად – ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

მეტიც, ამ პარტიასთან ახლოს არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, დიპლომატები. ენმ-ში იმდენი ჭკვიანი ადამიანი და რესურსია, წარმოუდგენელია, რომ მე ეს არ გამოვიყენო, ჩვენ ეს არ გამოვიყენოთ. ხაბეიშვილი უნდა გამოიყენონ ადგილზე აქტიურობისთვის და იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შევძლოთ.

წიკლაური ხაბეიშვილზე: ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან ერთი კვირის წინ თვითონ თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე კანდიდატურას არ დააყენებდა

მე მნახავთ ყველგან, სადაც არის ქართველი ხალხი, პრობლემა და უსამართლობა. უდიდესი გუნდი გვყავს და ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩემი საქმე კი არის რუსი ოლიგარქისა და მისი კრიმინალური ბანდის დემონტაჟი.“– განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

კობახიძე: მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს – ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება

კალაძე: გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები