LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს – ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება

60
კობახიძე და ხაბეიშვილი

„ნიკა მელიას გადაყენებაა იმ პროცესის მთავარი იდეა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილო ყურადღება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ პარტია სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშაა და ამ გავლენებით წარიმართება ის პროცესები, რასაც პარტიაში ვხედავთ.

„ერთი დაჯგუფება არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის, რომელსაც წარმოადგენს ხაბეიშვილი, მეორე მხარეს კი არის ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები.

ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად – ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

სინამდვილეში, თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის საინტერესო. ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორით შეიცვლება. ეს პროცესი უკავშირდება არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ მელიას გადაყენებას.

მელიას გადაყენებაა მთავარი იდეაა იმ პროცესისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება.

თუ კეზერაშვილის დაჯგუფება გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში მას ექნება ჭარბი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დამატებით ვიცით, რომ აფინანსებს ე.წ. ტროიკას, რომელიც ჩამოყალიბებულია გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ჯაფარიძის სახით. სრულად ოპოზიციაც არ არის საინტერესო, იმდენად დასუსტებულია თავიდან ბოლომდე.

სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობა“. სინამდვილეში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვაშაძე, ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც კეზერაშვილი აფართოებს საკუთარ გავლენებს ნაძარცვი ფულის წყალობით.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კალაძე: გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, მეტად გავერთობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები