LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა: თეა წულუკიანი

57
თეა წულუკიანი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა, – აღნიშნულის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზედაპირზეა აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა.

“რასაკვირველია, მე კარგად ვერ ვერკვევი იმ სიღრმეებში, რაც შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობდეს და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ზედაპირზეა. ზედაპირზე კი არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამდენი ხანი ლიდერი ვერ გამოიკვეთა. რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. დღეს ისინი ამის შედეგებს იმკიან, ვინაიდან მათი ცხრაწლიანი მმართველობის არავითარი შიდაანალიზი, გადააზრება არ მომხდარა. სწორედ ამის შედეგებია დღეს სახეზე. რა თქმა უნდა, ეს მათი საქმეა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ყოველთვის ითვლება, რომ ქვეყნისთვის სისუსტეა, როცა სუსტი ოპოზიცია ჰყავს”, – ამბობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, თეა წულუკიანი.

ამავე თემაზე:

„თუ ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ მამონტი, მე უნდა ვამტკიცო, რომ არა ბატონო, მე არ ვარ მამონტი“ – წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

თეა წულუკიანი: ​ვვარაუდობ, რომ ევროპარლამენტის დოკუმენტი „ნიადაგია“ კანდიდატობაზე უარის სათქმელად

“ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, არაერთი დარგი გადაარჩინა” – თეა წულუკიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები