LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ მამონტი, მე უნდა ვამტკიცო, რომ არა ბატონო, მე არ ვარ მამონტი“ – წულუკიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

42
თეა წულუკიანი

„გვიწევს იმის მტკიცება, რაც რეალობაა. არა ბატონო, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ჭარბი გავლენები. თუ ჩვენ შეიძლება გვითხრან, რომ თქვენ ხართ მამონტი, მე უნდა ვამტკიცო, რომ არა ბატონო, მე არ ვარ მამონტი“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა, ტელეკომპანია „იმედის“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მუდმივად უწევს მტკიცება, რომ ივანიშვილს არ აქვს ჭარბი გავლენები. წულუკიანის თქმით, „რა გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი, გარდა იმისა, რაც არის ბიძინა ივანიშვილის საქართველოსთვის.“

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის არის საქმის მკეთებელი კაცი, რომელმაც გადაარჩინა არაერთი დარგი, გადაარჩინა არაერთი სფერო, სული ჩაჰბერა არაერთ რეფორმას, მათ შორის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო სათავეში, მათ შორის, როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად ვინ იყო ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც მანვე აღნიშნა, როდესაც მიხვდა [ბიძინა ივანიშვილი], რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა. წულუკიანის განცხადებით, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია.

“ბიძინა ივანიშვილისგან თეთრი არ აგვიღია და არც გვჭირდება..ჩვენ ვართ თვითკმარი” – კობახიძე

„მაგრამ გააგრძელა ძეგლების გადარჩენა, თეატრების აღდგენა, სპორტის დახმარება და დღემდე ჩვენ და ახლა უკვე კულტურისა და სპორტის მინისტრის დარგში შემიძლია სხვა ჭრილში შევაფასო ის დიდი საქმეები, რაც მას აქვს გაკეთებული და ეს არის ძალიან დიდი საქმე, რასაც სახელმწიფო თავისი სახსრებით კიდევ 30-40 წელი ვერ გააკეთებდა.

ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასეთი ბიძინა ივანიშვილი ვიღაცებს უშლის ხელს. სულ ეს ხდება, თორემ ბიძინა ივანიშვილს რომ მთავრობაზე და ვიღაც სპორტის მინისტრზე ან კიდევ პრემიერზე აქვს გავლენა, ეს არის გამოგონილი.“– განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: ​ვვარაუდობ, რომ ევროპარლამენტის დოკუმენტი „ნიადაგია“ კანდიდატობაზე უარის სათქმელად

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს დაამტკიცეს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა.

შესწორებულ რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ და დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზე.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

ევროპარლამენტარები: გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში