LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიძინა ივანიშვილისგან თეთრი არ აგვიღია და არც გვჭირდება..ჩვენ ვართ თვითკმარი” – კობახიძე

46
კობახიძე და ივანიშვილი

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი, მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება. ჩვენ ვართ თვითკმარი, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

“რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ მისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი, მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება. ჩვენ ვართ თვითკმარი. არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად”, – საუბრობს ირაკლი კობახიძე.

ამავე თემაზე:

კობახიძე: არის გეგმა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ცისკარიშვილი უნდა გახდეს

კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები