“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი .
როგორც მან “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლარიზაცია და რადიკალური დაპირისპირებაა ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის.
“რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს და ცდილობენ ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ. რადიკალიზმმა, რომელსაც ისინი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში აღვივებდნენ, ნაცმოძრაობის შიგნით გადაინაცვლა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის, რაც კარგია – ეს ნიშნავს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სუსტდება და კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში კი შანსი სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ რომ თავი დაიმკვიდრონ. ეს ძალიან კარგი პროცესია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.