LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს: DRI

44
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, პოლიციის მიერ ადამიანის დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განცხადებით ეხმიანება, სადაც წერია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა მიმართ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ღონისძიებები, დიდი ხანია გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და საჯარო ინტერესის დაცვის ნაცვლად, სრულად კერძო ინტერესის დაცვით შემოიფარგლება.

დაკავებულია პირი, რომელიც გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა: შსს

სპეცრაზმი შემოიპარა პირდაპირ რეაქციით, ფეხებში სროლით, არიან დაჭრილებიც: “ნამახვანჰესის” აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ძმა

DRI-ის ცნობით, ნაცვლად პროცესის პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტისა, სახელმწიფო გადაცემულ უფლებამოსილებას, კონკრეტული შეხედულებების მქონე პირთა ინტერესების და თავისუფლებების წინააღმდეგ იყენებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – შეისწავლოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ი.ბ.-ს დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიების მაქსიმალური გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულების სათანადო მექანიზმების დანერგვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გამოყენებული ღონისძიებები საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„თვალსაჩინოა ხელისუფლების მხრიდან საპოლიციო, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზება ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციისათვის. მათი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ რეპრესიული აპარატის გამოყენება, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლის მონათხრობითაც დასტურდება.

მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობების ფონზე, ი.მ.-ს დაკავებისთვის შერჩეული ადგილი, დაკავების დრო, კონტექსტი და დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალის მობილიზება, მიუთითებს ოპერაციის არასათანადო დაგეგმვა-აღსრულებასა და გამოყენებული ძალის არაპროპორციულობაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამიზნული გასროლა ითვლება ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა დაპირისპირების განმუხტვის მიზნით განახორციელა. ამავდროულად, განცხადებაში არ იყო მითითებული თუ რა ქმედებებმა გამოიწვიეს ინციდენტის მონაწილეთა ჯანმრთელობის დაზიანება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელი საფრთხე გახდა უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საფუძველი.

მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა არ უნდა გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა თავის ან სხვა პირთა დასაცავად, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარდაუვალი საფრთხე; ან მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს; ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დასაპატიმრებლად, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; ან მისი გაქცევის აღსაკვეთად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად ექსტრემალური ზომები არასაკმარისია აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

მსგავსი ინციდენტების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღემდე სრულად არ შესრულებულა სახალხო დამცველის 2018 წლის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების სამხრე კამერებით აღჭურვის თაობაზე, რაც არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები