საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ გუშინ ღამით ქუთაისის ცენტრში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები დღეს დილიდან გუმათში გადანაცვლებას აპირებენ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება ადეკვატურად არ იმოქმედებს, აქტივისტების თქმით, გეგმაშია მთელი საქართველოს მასშტაბით პიკეტირების ორგანიზება, გზების პარალიზება და დემონსტრაციების დედაქალაქში გადმონაცვლება.
პროტესტმა გუმათიდან ქუთაისში გუშინ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც აქტივისტების კოლონა, რომელიც ქუთაისიდან მათთან მიდიოდა, გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.