LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ლორთქიფანიძე: „60 წლის ვარ და დღეიდან ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება! ახლა აქ ვდგავარ და ვკანკალებ…“

595
ნანა ლორთქიფანიძე მთავარზე

„იმედის დღის“ ახალი თანაწამყვანი ნანა ლორთქიფანიძე გახდა. მან პირველი რუბრიკის გამოშვებაში აღნიშნა, რომ ყოველთვის ახერხებდა ცხოვრების ახლიდან დაწყებას. მსახიობი გაუძღვება რუბრიკას სახელწოდებით „რა სურთ ქალებს“.

მონოლოგში მან იმის შესახებ ისაუბრა, რომ 60 წლის ასაკში ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი:

„გამარჯობა, მე ვარ ნანა ლორთქიფანიძე, მსახიობი, თუმცა ვფიქრობ, დიდად წარდგენა არ მჭირდება. ახლა ვარ 60 წლის და დღეიდან ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ტელეწამყვანი ვხდები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ტელეწამყვანობა მსახიობის სცენაზე ან კინოკამერების წინ როლების თამაშს ჰგავს, ძალიან ცდება. ახლა აქ ვდგავარ და სულ ვკანკალებ. საშინლად ვნერვიულობ. ძალიან გთხოვთ, დღეს ნუ გამაკრიტიკებთ!..“

ნანა ლორთქიფანიძე: „პირად ცხოვრებაში იღბლიანი რომ ვიყო, ოჯახს რამდენჯერმე კი არა, ერთხელ შევქმნიდი და კარგი და მყარი ოჯახი მექნებოდა…“

ნანა ლორთქიფანიძე: „ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილია, დანარჩენ ორს ჯანმრთელობას ვუსურვებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები