საქართველოს პრეზიდენტმა 1989 წლის 9 აპრილის აქციებში მონაწილე გოგო, რომელსაც ხელში შავი დროშა ეჭირა, ღირსების მედლით დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნანა მახარაძემ პრეზიდენტს და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
როგორც მან აღნიშნა, 19 წლის გოგო მასში ისევ ცოცხლობს და ამაყია, რომ სიმართლის და თავისუფლების მხარეს იდგა.
სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. დიდი მადლობა თქვენ, დამსწრე საზოგადოებავ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქართველ მანდილოსნებს და მე ვიცი, რომ თქვენ ხართ საქართველოს ზურგით მთრევი ქალბატონები, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს 19 წლის გოგო ჩემში ისევ ცოცხლობს. მე ამაყი ვარ, იმიტომ რომ ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და სადაც იყო ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის“, – აცხადებს ნანა მახარაძე.