LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუა ორი ჩაშლილი პაემნის შესახებ: „მომდის დიდი მესიჯი ამ ბიჭისგან…“

718
nanukagulua

მსახიობი ნანუკა გულუა გადაცემა „ქალებში“ პაემნების გამოცდილებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სულ ორი პაემანი ჰქონდა და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც 126 კილო იყო. პირველ პაემანზე მამაკაცმა ვუპი გოლდბერგს შეადარა, თუმცა არ იცოდა, ვინ იყო გოლდბერგი და ძალიან გაუხარდა.

„მინდოდა, მეთქვა, რომ ყველა მას მამსგავსებდა. ჩუმად ჩავწერე ვუპი გოლდბერგი და გავნადგურდი. მივხვდი, რომ ეს ამ ბიჭთან ჩემი უკანასკნელი პაემანი იყო. დიდი დრო გავიდა, სანამ ნაბიჯი გადავდგი მეორე პაემნამდე. წავედი და ძალიან მაგრად ჩაიარა – ის რაღაცებს ხუმრობს, მეც ვხუმრობ, მგონია, რომ ძალიან ბედნიერია და ვუმატებ და ვუმატებ. არის დიდი ამბები. ძალიან კმაყოფილი მოვედი. ესეც ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩემი. ვგრძნობ, რომ აღფრთოვანებულია. სახლში ავედი და ველოდები მესიჯს, ვწრიალებ. მომდის დიდი მესიჯი ამ ბიჭისგან. ჩავუჯექი და ამ მესიჯში წერია, როგორ ვუმკურნალოთ დაავადება წითელ ქარს, დაავადებას, რომელიც კოჭების შესივებას იწვევს. ბიჭმა მომწერა სრული გულწრფელობით, რა რისთვის უნდა დამემატებინა. ბოლოს მთავრდებოდა იმით, რომ ფეხები მაღლა უნდა დამელაგებინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g