LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი: ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ავკრძალავთ ყოველგვარ ონლაინ თამაშებს

389
77286611-678x381

“ეს არანაკლებია, ვიდრე ოკუპაციის შედეგები, რომელსაც ოდესღაც დავამთავრებთ,”- ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აკრძალავს ყოველგვარ ონლაინ თამაშებს.

მისივე თქმით, კაზინოებს კი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადაიტანენ და იქ საქართველოს მოქალაქეებს შესვლა აეკრძალებათ.

“თუ საქართველოს მოქალაქეს აქვს ნამატი, ფული და ღმერთმა მისცეს,  ის ჩადოს ბიზნესში და მოახმაროს თავის ოჯახს. ჩვენ არა ვართ განვითარების იმ სტადიაზე, რომ ხალხს მისცეს უფლება აი, ამ “სიამოვნებისთვის” – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა და კაზინოებს მეტასტაზები უწოდა.

აზარტული თამაშების წინააღმდეგ გამოდის იუსტიციის არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძეც.

აზარტული თამაშების შესახებ კანონი გასამკაცრებელია და შეზღუდვები უნდა დაწესდეს – ამაზე თანხმდება როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია. ამ ეტაპზე ინიცირებულია ორი კანონპროექტი, მათ შორის ერთ-ერთი დამოუკიდებელი დეპუტატებისაა, მეორე კი მმართველი გუნდიდან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს დროულად არ განიხილავს და ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციების ჩატარებას და ხმაურიან კამპანიებს გეგმავენ.

,,არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს! ვაღიაროთ, რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება…”

ოთო ნემსაძე: გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები