„პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან სწორი აქცენტები და აბსოლუტურად სწორი აღქმა ჰქონდა არსებული პრობლემების. მათ შორის, რეზოლუციასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, ვციტირებ, რეზოლუციაზე შეუთანხმებლობას მან სირცხვილი უწოდა და აბსოლუტურად ვიზიარებ ამას.”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო წარსულის საკითხებსაც.

„დღეს არ გადაწყვეტილა კონკრეტულად, ჩვენ ვეხებით მხოლოდ წარსულის საკითხებს, თუ ჩვენ უნდა შევეხოთ აწმყოს და მომავლის საკითხებსაც. ჩვენ უნდა შევეხოთ და მაგიდაზე უნდა დავდოთ ისეთი საკითხები, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული. ამ შეხვედრებზე საუბარი იყო წარსულის შეფასებაზე, რაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ წარსულის შეფასება ვერ გადაჭრის იმ პოლიტიკურ კრიზისს და იმ გამოწვევებთან გამკლავების გზა ვერ იქნება, რაც დღეს რეალურად გვაქვს საზოგადოებას. ცალსახად, ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ წარსულს ვაფასებთ, თუ აწმყოს და მომავლის საკითხებიც უნდა განვიხილოთ, დღეს კონკრეტული პასუხი არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემთ და მისი შემოთავაზება ძალიან კეთილშობილური შემოთავზებაა კარგი მიზნით, ამ პროცესში, ბუნებრივია, მონაწილეობას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრებზე კიდევ უფრო მეტი და მეტი გახდება ნათელი , იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ, რადგან პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა.

პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან სწორი აქცენტები და აბსოლუტურად სწორი აღქმა ჰქონდა არსებული პრობლემების. მათ შორის, რეზოლუციასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, ვციტირებ, რეზოლუციაზე შეუთანხმებლობას მან სირცხვილი უწოდა და აბსოლუტურად ვიზიარებ ამას. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა ჩვენი რეზოლუცია წარდგენილი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ვიდრე პარტიები ამაზე საუბარს დაიწყებდნენ და უკან გავითხოვეთ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა პარტიები ასე სახელმწიფოებრივი ინტერესებდან გამომდინარე არ მოქცეულან. საკმაოდ, სწორი აქცენტები იყო დასმული მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით.

არ მინდა რადიკალური განცხადებები გავაკეთო, მისი გამოსვლა იყო ისეთი, რაც გასაზიარებელია და ფორმატთან დაკავშირებით, კიდევ მრჩება კითხვის ნიშნები. იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები შემდეგ შეხვედრაზე კიდევ უფრო ამოიწურება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები