LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო დუმბაძე: „ეს საბჭოური ჭორაობა რით ვერ მოისპო ამ ეპოქაში, სხვის სარეცელში ძრომიალი და  მერე ამის გადმოფენა რა სპორტია, ვერ ვიგებ!..“

1708
dumbadze

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოჯახური კონფლიქტების ასე საჯაროდ გარჩევა სწორად არ მიაჩნია:

„გადავხედე ფბ-ს და ბასილაშვილის ოჯახური კონფლიქტის  გარჩევა მიდის დილიდან! „კომუნალკა“  გამახსენდა, ბუზი ვერ გაფრინდებოდა ვერც ერთ ოჯახში, მთელმა სართულმა იცოდა, ვისთან რა ხდებოდა, ვინ მიდიოდა, მიდიოდა, ვინ რატომ ჩხუბობდა, მერე ეზოში იკრიბებოდნენ „კომუნალკის“ „დირეხტორები“ „სკამეიკაზე“ და მიდიოდა ჩუმად გარჩევ-გამორჩევა, გაკიცხვა, ჭორაობა!

ჰოდა, ეს საბჭოური ჭორაობა რით ვერ მოისპო ამ ეპოქაში, სხვის სარეცელში ძრომიალი და  მერე ამის გადმოფენა რა სპორტია, ვერ ვიგებ!

მე პირადად არანაირად არასოდეს მაინტერესებს  არავისი პირადის ქექვა და ცოტა ამაზრზენია   „კომუნალკის“ მენტალიტეტს რომ ვერ გავცდით 21-ე საუკუნეში, ეს მაშინ, როცა მარსზე იჯავშნება ადგილები!“

magti 5g