LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

32
ნატო-ს ოფისი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი.

ნატო ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რამდენადაც ნატო აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და გამძლეობის შესაქმნელად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად.

ჩვენ მტკიცე ერთგულებას ვართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები