ცნობილ ამერიკულ სატელევიზიო პლატფორმაზე Netflix  ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ დაიდო. ამიერიდან „ნეტფლიქსის“ მომხმარებელს ქართველი მხატვრის ანიმაციური ფილმის ხილვა შეუძლია.

ფილმი 2018 წელს გამოვიდა და შეიქმნა რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით. ის ავტობიოგრაფიული და იწყება ქუთაისიდან, სადაც მწერალი და მხატვარი დაიბადა და გაიზარდა. ფილმს პროდიუსირება ტემურ ბეკმამბეტოვის სტუდიამ გაუწია, რეჟისორი კი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძე გახლავთ.

აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.

რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.

რეზო გაბრიაძის ფილმის ხილვა, „ნეტფლიქსის“ პლატფორმის გარდა, ამ ლინკზეც შეგიძლიათ:

მსგავსი თემები