LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში არიან

202
BeFunky-collage (4)

სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახი სევანის აგარკზე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა და აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტს ის და მისი ცოლი დღეს გაივლიან.

“გუშინდელი დღის შემდეგ აღელვებული ვართ, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა  და თვითიზოლაცია გადავწყვიტეთ. 7 მარტს ჩემი მეუღლე ანა შეხვდა ბრაზილიის პირველ ლედის. მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია, რომ მას „კოვიდ-19“ აქვს, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ თვითიზოლაცია სამთავრობო აგარაკში, სევანზე და ტესტსაც გავივლით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენი ინფიცირების შანსი მიზერულია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბრაზილიის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ახალ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.

მანამდე „ფოქსნიუსი“ ესაუბრა ბრაზილიის პრეზიდენტის შვილს და მან დაადასტურა, რომ მამამისს კორონავირუსი აქვს.

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი აქვს - ის ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპს შეხვდა

ტრამპი ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ ბრაზილიის პრეზიდენტს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები