სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. დღეს გაკეთებულ მიმართვისას ფაშინიანმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე გააგრძელებს.
“მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გადავდექი დღეს – მოქალაქის დღეს. ეს სიმბოლოა იმისა, რომ ხალხს უბრუნებს იმ ძალაუფლებას, რომელიც მას მოქალაქეებმა მიანიჭეს, რათა თავად განსაზღვრონ ქვეყნის ბედი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით”. – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში რიგგარეშე არჩევნები 2021 წლის 20 ივნისს გაიმართება.
ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას სომეხი მოქალაქეები ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ითხოვდნენ.