LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო: რა გახდა მიზეზი

499
basila 22

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ „ფორტუნას“ ნიკოლოზის მამამ ნოდარ ბასილაშვილმა განუცხადა.

„სასამართლო პროცესი ორმოცი დღით გადადეს. როგორც მითხრეს, სასამართლოს გადადება ნელი დოროყაშვილმა და მისმა ადვოკატმა, მოითხოვეს. მიზეზად თუ არ ვცდები, ბავშვის ემოციური მდგომარეობა დასახელდა. სასამართლო შედგება 24 აგვისტოს“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ნოდარ ბასილაშვილმა.

მომხდარზე უფრო მეტი დეტალის გასაგებად ჩვენ დავუკავშირდით ოჯახის ადვოკატს, ირმა ჭკადუას.

„სასამართლო პროცესი გადაიდო, მაგრამ მიზეზებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. გამოძიებას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებებისთვის მეტი დრო სჭირდება. ჩემი პირადი პოზიცია სხვა არის, მაგრამ… ძალიან ბევრ საქმეზე გამოძიება გრძელდება ხოლმე. გამოძიების გაგრძელებისთვის განსაკუთრებული მიზეზები საჭირო არ არის ხოლმე“, – აღნიშნა ადვოკატმა ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, ბასილაშვილის სკანდალური სასამართლო პროცესი 16 ივლისს იყო ჩანიშნული.

 

სად და ვისთან ერთად ისვენებს ნეკა დოროყაშვილი სკანდალურ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე

ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე საქართველოში მოგზაურობის ფოტოს აქვეყნებს

„საქმეში ემატება მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონ ნეკას სასიკეთოდაა“ – რას აცხადებენ ადვოკატები სკანდალური სასამართლო პროცესის დაწყებამდე