LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „დღეს შედგება ცოტნე ზედგინიძის პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერა ინგოლშტატის Georgisches Kammerorchester-თან ერთად!..“

1488
ნიკა, ლიზა, ცოტნე

ნიკოლოზ რაჭველი სხვა ქართველ მუსიკოსებთან ერთად გერმანიაში აუდის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება. გუშინ ფესტივალის პირველ დღეს ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა დაუკრა, დღეს კი მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე:

„გუშინ ლიზამ Münchner Philharmoniker-თან ერთად საოცარი შესრულებით გახსნა აუდის საზაფხულო ფესტივალი, დღეს კი ცოტნეს პირველი საორკესტრო ქმნილების პრემიერაა ინგოლშტატის Georgisches Kammerorchester-თან ერთად. როგორც აქაურები იტყვიან: თოი, თოი, თოი!“

ცოტნე ზედგინიძის განცხადებით, მას საკუთარი მამა უცხოეთში კონკურსებში მონაწილეობაში ხელს უშლის: „მისგან მხოლოდ წვალება გვაქვს ნანახი…“

ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძის მამას მიმართავს: „ცოტნეს კარიერას მიადგება მოუშუშებელი ჭრილობა…“

ვიდეო: ცოტნე ზედგინიძე ნიკოლოზ რაჭველს აოგნებს: „ისეთი რთული ეპიზოდები აქვს 12 წლის კომპოზიტორს თავის ნაწარმოებში, რომწარმოუდგენლად ვღელავ, რომ სწორად ვიდირიჟორო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები