LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ წულუკიძე: „რაც „იმედის“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მგონია – არასოდეს უკადრია არც ერთ ჩვენგანს, კონკურენტი ტელევიზიისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს”

233
nikawulukidze

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე „პრაიმშოუს“ სტუმრობდა, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ ამ სეზონს და ზოგადად, არხის მუშაობის სპეციფიკას მიმოიხილავდნენ.

ნიკა წულუკიძემ აღნიშნა, რომ „იმედის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევს იმას, რომ მის ჟურნალისტებს კონკურენტი ტელევიზიებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებიათ.

ნიკოლოზ წულუკიძე:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საბედნიეროდ, ჩვენს წამყვანებს აქვთ და ამას სულ ყველა იზიარებს, არის ის, რომ არასდროს უკადრია არც ერთ ჩვენგანს, გამომდგარიყო და სხვა კონკურენტი ტელევიზიისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები