ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია.
გთავაზობთ ნინის სტატუსს:
„ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ ხვდებით, საერთოდ სად ხართ, რომელ გუნდში და რა მოცემულობაში!!! ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში იცით, რატომ აიღო ამხელა პროცენტი? თქვენნაირი ადამიანები რომ არიან ქართულ ოცნებაში, ზუსტად ამიტომ!!!! თქვენი მეუღლე ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო მხოლოდ ჩვენი, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების შეურაცხყოფით!!! ეს არის უზნეობა!!!!! @Gia tvauri თქვენნაირებმა ჩაგვაგდეს ამ მდგომარეობაში!!!!! დროა, მიბრძანდეთ სახლში. ჩვენ ვიბრძოლეთ და თურმე თქვენ, გუნდის წევრი, მშვიდად უყურებდით, თქვენი მეუღლე როგორ ქილიკობდა ჩვენზე? იქონიეთ სინდისი და დატოვეთ თანამდებობა! ცოლი თუ არ ითვალისწინებს თქვენს თანამდებობას, თქვენ ამხელა სტრუქტურას მით უმეტეს ვერ გააკონტროლებთ!
ქართული ოცნება / Georgian Dream გთხოვთ ასეთებს მიხედეთ!! 2020-ში ზუსტად ესენი დაგვღუპავენ! მე ამათნაირებისთვის არ მიბრძოლია!“
მის ამ მოთხოვნას უერთდება სალომე გოგიაშვილიც, რომელიც ასევე გახლდათ იმ ფოტოზე წარმოდგენილი, რის გამოც გია თვაურის მეუღლემ მათ დასცინა.
სალომე წერს:
„დროა დასრულდეს, ჩვენ ამისთვის არ გვიბრძოლია! ბატონო გიორგი, იქნებ, ცოლს ასწავლოთ ადამიანების პატივისცემა, განსაკუთრებით, თქვენი თანამებრძოლების“.
გია თვაური