სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას ციხეში ხვდება. მისი განცხადებით, მას აინტერესებს ნიკა მელიას პოზიცია მისი გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით.
ლომჯარიას განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება ძალიან ბევრი ფორმით, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშეც არის შესაძლებელი.
“უბრალოდ მინდა საუბარი მასთან, მაინტერესებს როგორ არის და დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ზოგადად.
მინდა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზეა საუბარი, მისი აზრი გავიგო.
ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს დევნა შეცვლილი გარემოებების და საჭიროებების გამო, ბევრი ვარიანტი არსებობს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.