LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: „იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული, მან სიცოცხლის უფლება მაინც არ წაართვა“

651
Untitled design

კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ექიმი ნინო ნადირაძე ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დედამ სამშობიაროში 3 დღის ჩვილი დატოვა.

„სამშობიაროში მიტოვებულ ბავშვზე გუშინ ბევრს ვფიქრობდი და მგონი, იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული, მან სიცოცხლის უფლება მაინც არ წაართვა და ვიღაცა უშვილო ოჯახი გააბედნიერა, რომელიც პატარას მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებს.

არა აბორტებს. მეტი და მეტი პროპაგანდა და განათლება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების“, – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, დედის მიერ შვილის სამშობიაროში დატოვების შესახებ ინფორმაცია, გუშინ, 26 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმმა გაავრცელა.

 

სამშობიაროში მიტოვებულ ბავშვზე გუშინ ბევრს ვფიქრობდი და მგონი, იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი…

Posted by Nino Nadiradze on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g