LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თოლორდავა: „მოულოდნელი იყო, როცა 38 წლის ასაკში შევიტყვე, რომ ბებია ვხდებოდი… შოკში ჩავვარდი…“

1156
nino-tolordava

ტელეჟურნალისტი ნინო თოლორდავა ბებიობის შესახებ გია ჯაჯანიძის გადაცემაში საუბრობს და ემოციებს იხსენებს, რომლებიც დაეუფლა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის ვაჟს შვილი უნდა შესძენოდა:

„მოულოდნელი იყო, 38 წლის ასაკში რომ იგებ, რომ ხდები ბებია, წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი შეგრძნება იყოს. შოკში ჩავვარდი. რაც დრო გავიდა, განელდა ეს შოკი და შეივსო უდიდესი სიყვარულითა და ღმერთის წინაშე მადლიერებით, რა მაგარია, რომ ასეთი ახალგაზრდა ვარ და მყავს უკვე შვილიშვილი. ალბათ, მოვესწრები მის შვილსაც და შვილთაშვილსაც გავზრდი. დედაჩემიც ძალიან ახალგაზრდა გახდა დიდი ბებია და ისიც შოკშია.

ჟურნალისტი ნინო თოლორდავა ბებია გახდა – “ეს სტატუსი საშიში არ არის…“

ამიკოს შვილს, ჩემს შვილიშვილს ნოა ჰქვია. რაც დრო გადის, უფრო დიდი ბედნიერებაა. ორი-სამი დღე რომ გადის, თუ ვერ ვნახე, აუცილებლად უნდა მივიდე და ჩავეხუტო. ვაძინებ, საჭმელს ვაჭმევ, ვიხსენებ, ამიკო რომ 21 წლის ასაკში იყო ჩვილი, რას ვაკეთებდი…

თავიდან, როცა ნოა გაჩნდა და ჟურნალისტები მირეკავდნენ კითხვით, მართლა გახდით ბებია? მოულოდნელი იყო და ვპასუხობდი, იცით, ამიკოს გაუჩნდა შვილი-მეთქი. ბებია გავხდი-მეთქი, ვერ ვამბობდი. ეს წელიწადნახევრის წინ იყო.. ახლა ვხვდები, რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ მქონია. ვიცხოვრებ იმისთვის, რომ ნოა იყოს კარგად…“

ახალგაზრდა ბებია ნინო თოლორდავა: „ცხოვრების წესი შევცვალე, რადგან აღარ ავრ არც 20 და არც 25 წლის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g