LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ძალადობას შორის.. წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ვინც არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს

142
ნინო წილოსანი

გუშინ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე და „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელ დავით ოსიყმაშვილზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი ეხმაურება და აცხადებს, რომ „აბსურდულია კავშირი მის განცხადებასა და ძალადობას შორის“.

წილოსანი: დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს

მისივე თქმით, „ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, არ გაუვა არავის და ისურვებდა, რომ არც პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა არ გადაკვეთოს წითელი ხაზები“. ქართული ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამას „საკადრისი სიტყვიერი პასუხი” ექნება მათი მხრიდან.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება” – ქარტია და მედიაკოალიცია ხელისუფლებას მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ

„სრულიად აბსურდულია კავშირი ჩემს განცხადებასა და ნებისმიერი ჩემი თანაგუნდელის განცხადებასა და ამ ფაქტს შორის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სტრუქტურებმა და დაისაჯონ ადამიანები, ყოველ შემთხვევაში, ვისურვებდი ის ფონი, რომელიც არსებობს ამ დაპირისპირების და სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ მათი მომხრე ჟურნალისტების მხრიდან… ვისურვებდი, იყოს ტემპერატურა დაწეული. რაც შეეხება „ქართული ოცნების” განცხადებას, მეც პირადად და ყველა ჩემი კოლეგა ვაცხადებთ, რომ წითელი ხაზია მოღალატის და რუსეთუმეს ძახილი, ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით, ვსაუბრობთ სიტყვებით, განცხადებებით და მოწოდებებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა.

ჩვენ ყოველთვის ვაკონტროლებთ ჩვენი მხრიდან წითელ ხაზებს და ვისურვებ, არც პოლიტიკოსმა და არც ჟურნალისტმა არ გადაკვეთოს თავიანთი მხრიდან ის წითელი ხაზები, რომელიც ვთქვით, ეს არის ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება, რომელიც არ გაუვა არავის და არასდროს გავატარებთ ამ კომენტარს, ყოველთვის ექნება საკადრისი პასუხი პარლამენტში სიტყვიერად“, – განაცხადა წილოსანმა.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.. ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ“ – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g