„მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინი წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც „ქართული ოცნების“ წევრებს არა პრორუსები არამედ, რუსები უწოდა.
ამასთან, როგორც წილოსანმა აღნიშნა, ანა წითლიძეს მდინარაძისა და ოდიშარიას დაპირება საკუთარ თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული აქვს.
„ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ.
თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორი სახეც ხართ, იმ სახით“, – განაცხადა წილოსანმა.