LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანის დაინფიცირების მიზეზი ნაჭრის პირბადე გახდა

18428
89898

კორონავირუსით დაინფიკცირებული ნინო წილოსანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების მიზეზი  ნაჭრის პირბადე გახდა.

ამის შესახებ ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, უამრავი თქვენგანი მწერთ და მკითხულობთ, რაც ძალიან ემოციურია…
განსაკუთრებული მადლობა ამ სითბოსთვის?
ვიცი, რომ ყველას გაინტერესებთ, ამიტომ მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით ჩემი კოვიდ ისტორიის შესახებ:
მთელი კვირა ვიყავი გურიაში, სადაც როგორც აღმოჩნდა მქონდა კონტაქტი რამდებინე კოვიდინფიცირებულთან.

შაბათს, როგორც კი შევიტყვე ამის შესახებ, გადავედი თვითიზოლაციაში და კვირას უკვე გავიტესტე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, შესაბამისად დღეს დილით შეგატყობინეთ პასუხიც ?

ახლა კი, მოკლედ მოგიყვებით ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ყოველ შეხვედრაზე ვიყავი პირბადით და მაქსიმალურად ვიცავდი დისტანციას. თუმცა სავარაუდო ინფიცირების წყაროსთან მაკავშირებს 15-წუთზე მეტი ხნის ახლო კონტაქტი ? რა თქმა უნდა, ორივე მხარე ვიყავით პირბადეებით, მაგრამ როგორც ბევრ ადამიანს, მასაც ეკეთა ნაჭრის პირბადე, რაც თავისთავად საუკეთესო დაცვის საშუალება არ არის.

ყველაზე მეტად ვნერვიულობ, იმ ადამიანებზე, ვისაც შეიძლება ჩემგან გადადებოდათ ვირუსი. საბედნიეროდ, ჩემი , ეგრეთწოდებული “დიდხნიანი კონტაქტების” სია საკმაოდ მცირეა, მხოლოდ ჩემი მძღოლი და თანაშემწე, ვისთან ერთადაც დიდი ხნის მანძილზე ვიჯექი მანქანაში და ერთად ვიკვებებოდით, ამის გარდა, ყველა სხვა შემთხევევაში, მქონდა ოფიციალური შეხვედრები – დისტანციით, პირბადით და ხელის ჩამორთმევის გარეშე. შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ითვლება ჩემს კონტაქტად.
მათ შორის არიან ადამიანები ვინც შაბათს ვნახე 15 წუთით , რომლებიც ასევე თვითიზოლციაში იმყოფებიან. დიდი იმედი მაქვს, რომ არც ერთს მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდება.

კიდევ ერთხელ მადლობა გულშემატკივრობისთვის!

მინდა გთხოვოთ, ზედმიწევნით დაიცვათ ყველა რეგულაცია და გაითავისოთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვით, სხვა ადამიანებსაც ეხმარებით. ერთად დგომითა და სწორი ნაბიჯების გადადგმით, ყველა პრობლემას ადვილად მოვერევით“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ყველა რეკომენდაციას ვიცავდი: ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

https://www.facebook.com/tay.to.568/posts/2719496541657233

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები