LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდის პანსიონის საკითხის მოგვარებას ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს: ღუდუშაური

71
ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი ხელს არ უწყობს.

ღუდუშაური აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე, თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება.

მისივე თქმით, რეაქცია აუცილებელია, თუმცა მნიშვნელოვანია შედეგზე ორიენტირება:

“არ არსებობს არანაირი დაწესებულება და უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანს ღიად დატოვებს. ეს გამორიცხულია. ამ საკითხის მოგვარებას პროცესის ზედმეტი დრამატიზება და ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი არამც და არამც ხელს არ უწყობს. მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ თითოეული ბავშვი არის დაცული და კვლავაც ასე იქნება.

რეაქცია აუცილებელია, თუმცა ჩვენ შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ. ჩვენ გვინდა, რომ რეალურად ბავშვების უფლებები იყოს დაცული და ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ზედმეტ აჟიოტაჟსა და დრამატიზებაზე, ეს საზოგადოებაში აჩენს მომეტებული შფოთვის საფუძვლებს. ჯერ სიტუაციაში უნდა გავერკვეთ, რეალურად რა ხდება და ამის შემდეგ მივიდეთ კონრეტულ შედეგებამდე.

როდესაც ხელისუფლების რეაგირებაზეა საუბარი, პროკურატურას როგორც ჩანს, ჰქონდა რამდენიმე საქმეზე გამოძიება დაწყებული და ვიხილეთ მათ შორის შსს-ის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამავე დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველისთვის თუ იყო ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, სამი-ოთხი წლის განმავლობაში კი არა, ერთი დღის დაგვიანებაც ძალიან ცუდია და კითხვის ნიშნებს აჩენს.” – თქვა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია, ამ ეტაპისთვის ვერ იქნა შეკრებილი საკმარისი მტკიცებულებები, რათა კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილიყო.

 

ვრცლად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოვლენებზე:

იქ მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება და ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი აღმოფხვრილია: სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე

კორძაია: “თუ დღეს დედამიწაზე ჯოჯოხეთი ბავშვებს აქვთ ღაზას სექტორში, საქართველოში ეს ადგილი ნინოწმინდაა”

შემიძლია ვთქვა, რომ აქ აწამებენ ბავშვებს, რადგან არ ვიცით, რა ხდება და ვიცით, რომ ოთხი საქმეა აღძრული: სამნიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და ​ამისთვის მზად ვართ: სარჯველაძე

მჯერა, საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი, მით უმეტეს, როცა საკითხი ეხება ბავშვებს: თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე

ხოშტარია: “ყოველდღე უნდა იყოს აქცია ნინოწმინდაზე, დღეს 6-ზე შევიკრიბოთ პროკურატურასთან”

დარმწუნებული ვარ, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს შველა სჭირდებათ: დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის სამ, ხოლო სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები