LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე: „ვისაც მშობლები ცოცხლები გყავთ, ყველას გეტყოდით, არ მოაკლოთ მათ თბილი სიტყვები… სწორედ ამას ვნანობ“

173
noesulaberidze20

პროდიუსერი, ტელესახე ნოე სულაბერიძე მალე ახალ შოუს შემოგვთავაზებს. ამ სიახლესთან დაკავშირებით ის მეგობრის, გია ჯაჯანიძის მიწვევას დათანხმდა და „სხვა რაკურსს“ ესტუმრა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად, დედაზე და მის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ნოე ხშირად უძღვნის მას სტატუსებს და როგორც გია ჯაჯანიძესთან საუბრისას აღიარა, ნანობს, რომ სიცოცხლეში ბევრჯერ არ უთხრა თბილი სიტყვები…

ნოე სულაბერიძე:

დედაჩემმა ბევრი რამ დათმო, მათ შორის, თავისი ფანტასტიკური მუსიკალური კარიერა, რომ ჩემთვის მოეხედა. თუკი ითვლება, რომ რამე გამაჩნია, ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა, თუმცა რაც უნდა დავწერო, ახლა ყველაფერი დაგვიანებულია. სულ მაწუხებს, რატომ არ ვაკეთებდი ამას მის სიცოცხლეში. ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანებისთვის, მაგრამ სწორედ ამას ვნანობ ყველაზე მეტად, როგორ არ ვუთმობდი მას უფრო მეტად დროს, როცა ის სულ მელოდებოდა. ყველა ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს, ვისაც მშობლები ცოცხლები გყავთ, თქვენ მინდა გითხრათ, რომ ბედნიერები ხართ და ამ ბედნიერებას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, შეხსენება სჭირდება, რომ თქვენი ბედნიერების მიზეზი თქვენი მშობლები არიან. ყველას ვეტყოდი, რომ არ მოაკლონ თბილი სიტყვები თავიანთ მშობლებს, რადგან ამაზე დიდი სიხარული მშობლებისთვის არაფერი არ არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g