მომღერალი ნუცა ბუზალაძე ალბანური საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა. მან მიშო სულუხიას მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილი სიმღერა შეასრულა. ჯერ ნახევარფინალურ ტურში გავიდა, შემდეგ – ფინალში და ბოლოს გამარჯვებულიც გახდა.
ვიდეო: კიდევ ერთი საერთაშორისო გამარჯვება – ნუცა ბუზალაძემ Kenga Magjike 2021 მოიგო
ნუცამ სოციალურ ქსელში დაჯილდოვების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა:
„გუშინ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, დღე, რომელიც მუდამ, მემახსოვრება და ჩემს გულში ვატარებ. ჩემი თაყვანისმცემლები და მეგობრები მილოცავენ კატეგორიაში „საერთაშორისო არტისტი“ გამარჯვებას. დიდი მადლობა, მართლა ვაფასებ ამას. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ნუცას არ ეკუთვნის. ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
პირველ რიგში, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს, რადგან ისინი მუდამ მხარს მიჭერენ. განსაკუთრებულად მადლობას გადავუხდი მიშო სულუხიას, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი სიმღერა დამიწერა, რომელმაც წარმატება მომიტანა და ასე შეიყვარეთ.
ასევე მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს და ახლა უკვე ჩემს მეგობრებს, და Kenga Magjik-ის მთელ შემოქმედებით გუნდს, მადლობა იმისთვის, რომ თავი მომხიბვლელად და თავდაჯერებულად მაგრძნობინეთ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში. და ქვეყანა ნამდვილად მომაჯადოებელია!.“