ნუცა ბუზალაძე კიდევ ერთხელ ეხმიანება მოსკოვში სტუმრობას, სადაც ის მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა:
„მე ზოგადად ასეთი მეგობრობა ვიცი, განსაკუთრებით მათთან, ვინც ძალიან მიყვარს. დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ სტუმრის რანგში“.
ბუზალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მოსკოვში სტუმრად იმყოფებოდა, ყველა კომერციულ შეთავაზებაზე ამ ქვეყნიდან კი უარი აქვს ნათქვამი, ვინაიდან მისი გეგმები აშშ-ს უკავშირდება.
ვიდეო: „გამარჯობა მონტენეგრო” – ნუცა ბუზალაძე სანაპიროზე გადაღებულ კადრებს გვიზიარებს