LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე ულამაზესი თაიგულით პოზირებს – მომღერალი სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნდა 

1774
nucabuzaladzr

დუბაიში საცხოვრებლად გადასული მომღერალი ნუცა ბუზალაძე თბილისში „დაჩექინდა“. მომღერალმა ამბავი მსმენელს თავად შეატყობინა და Facebook-ზე პოსტი დაწერა – „როგორ მომენატრა თბილისი, დაგიბრუნდით რამდენიმე დღით“.

რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნებული ნუცა ბუზალაძე ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ხელში უმშვენიერესი თაიგული უკავია და ასე პოზირებს მანქანაში. თუმცა ვინ მიართვა ყვავილები მომღერალს, პოსტიდან გარკვევა შეუძლებელია.

როგორც უკვე იცით, ნუცამ დუბაიში ბინა იქირავა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ნუცა დუბაის თეატრის სცენაზე ბენდის წევრებთან ერთად მუშაობს და საღამოებს მართავს, რომლებსაც ცნობილი ადამიანებიც ხშირად ესწრებიან. მომღერლის კონცერტებს დაესწნენ ჰოლივუდის ვარსკვლავი სტივენ სიგალი და „ჯიფსი ქინგსის“ წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები