LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძის ახალ რუსულენოვან სიმღერას ფილიპ კორკოროვი, ლუბა უსპენსკაია და სხვა რუსი ვარსკვლავები თავიანთ „ინსტაგრამზე“ აპიარებენ

1786
nucabuzaladze345235

მომღერალ ნუცა ბუზალაძეს რუსმა კომპოზიტორმა, ოლეგ ვლადიმ, რომელიც რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავებთან, მათ შორის, სერგეი ლაზარევთან მუშაობს, ახალი სიმღერა დაუწერა.

კომპოზიცია უკვე ჩაწერილია და სინგლის სახით გამოცემული.

ოლეგ ვლადი რუსული პოპულარული მუსიკალური შოუს „ყველა ერთად“ ჟიურის წევრი გახლდათ და ნუცათი იქ მოიხიბლა. შემდეგ კი სერგეი ლაზარევის უშუალო ჩარევითა და თხოვნით, ნუცას რუსულენოვანი კომპოზიცია დაუწერა.

ნუცამ ახალი სინგლიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა, ასევე „ინსტაგრამზე“ რუსი ვარსკვლავების, ფილიპ კორკოროვის, ლუბა უსპენსკაიას, ემინის, ანი ლორაკის, ჟასმინის სოცქსელებიდან ამონარიდებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ აპიარებენ ოლეგ ვლადისა და ნუცას ახალ კომპოზიციას ეს ვარსკვლავები და წერს:

„გუშინ გამოვიდა ჩემი ახალი სინგლი “NET”♥ რომელიც დამიწერა Олег Влади-მ♥??????

ყველაზე მეტად ეს მხარდაჭერა მიხარია“.

ნუცა ცალკე პოსტს უძღვნის ოლეგ ვლადის „ინსტაგრამზეც“ და წერს, რომ მასთან დიდი სიამოვნებით იმუშავებს დიდი მიზნების მისაღწევად.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები