LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია გია კობახიძეზე: მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს!

170
ბექა ოდიშარია

„ყველაფერს თავის საზღვარი აქვს! ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის „შეკითხვას“ , პირდაპირ ეთერში ვუსმენდი. მსგავსი არაფერი გამიგია.მართლა რად უღირთ ამ ახალგაზრდა აქტივისტ ჟურნალისტებს ასეთი ბინძური დავალებების შესრულება?!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა ოდიშარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს ეხმაურება.

დეპუტატი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს „მოწამლულს“ უწოდებს და წერს, რომ ჟურნალისტებს მომავალში საკუთარი კოლეგებისა და ოჯახის წევრების შერცხვებათ.

ბექა ოდიშარია საკუთარ „ფეისბუკ“ პოსტში ბევრს საუბრობს, ირაკლი კობახიძის მამაზე – გია კობახიძეზე და წერს, რომ იგი ინტელექტით გამორჩეული, გაწონასწორებული, იუმორით სავსე, კაცთმოყვარე ლიდერია:

„აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო „პატრიოტების“ ნარატივს, რომ არ აჰყვეთ?! ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა, ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!

თქვენ თუ არ იცით და არ გახსოვთ, დედებს, მამებს ან კიდევ უფრო უფროს თაობას დაეკითხეთ…. თუმცა უკვე მძიმედ მოწამლულებს ძნელად გეშველებათ რამე, ამიტომ ჩემი შვილების იმ ჯანსაღ თაობას მივმართავ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა!

ბატონ გია კობახიძეს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. ვიცნობ 1989 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა რუსთაველზე მუდმივად იმართებოდა აქციები, მიტინგები და ყველა პირველსკოლელის და საერთოდ, ყველა ახალგაზრდის დღის წესრიგად იქცა აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის ფერხულში ჩაბმა.

ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, გამადიდებელი შუშით შევყურებდით ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. სწორედ ამ საოცრად ამაღლებული პერიოდიდან მახსოვს, ინტელექტით გამორჩეული, გაწონასწორებული, იუმორით სავსე და კაცთმოყვარე ლიდერი გია კობახიძე.

მან შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე გადაინაცვლა და კვლავაც დარჩა ისეთივე ღირსეული და თავმდაბალი, როგორიც დაგვამახსოვრდა იმ წლებიდან.

მას, ბუნებრივია, ახლაც გააჩნია დიდი რესურსი, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა შინაგანი წესიერება, პატიოსნება, შეგნება და თავმდაბლობა არ აძლევს უფლებას, აქტიურად პოზიციონირებდეს პოლიტიკურ პროცესებში ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო.

განსხვავებით სექტის ლიდერებისგან, რომელთა ოჯახის წევრები მაშინაც და ახლაც ყოველდღე თვალებგადმოკარკლულები შხამავენ ქართულ აუდიტორიას( დედები, ბიძები, , ცოლები(!),დები, ძმები და ა.შ.).

მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს! გაუგონარი ამბავია, პოლიტიკოსს ვერაფერი დააკლო სხვადასხვა ბინძური მეთოდებით, არგუმენტებით და მის მშობელს გადასწვდე!

ამას ქართველი კაცი არ იკადრებს! გია კობახიძე ნამდვილად იქნებოდა “კგბ”-ს თვალთვალის და დევნის ობიექტი ისევე , როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები! აი რა შეხება აქვს კგბ-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირებში და თვეებში დავინახავთ!

რაც შეეხება ე. წ. ჟურნალისტებს, რომლებიც თვალდახუჭული ასრულებენ ასეთ დავალებებს, მინდა მივმართო მათ, რომ ცხოვრება დღეს და ხვალ არ მთავრდება და შეგრცხვებათ საკუთარი თავის, საკუთარი მშობლების, მეგობრების!!! (ჩვენი და ჩვენი კოლეგების თუ არა!).“– წერს ბექა ოდიშარია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  გაღიზიანება უკრაინის უმაღლესი რადას, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კობახიძეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.

ამავე თემაზე: 

„დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას.. ეს იყო ტიპური პროვოკაცია” – პაპუაშვილი კობახიძესა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე

იონათამიშვილი კობახიძეს მხარდაჭერას უცხადებს: აუცილებელია, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ კადრება აღარავინ გაბედოს

მათიკაშვილი: გია კობახიძე, ჩართული იყო საქართველოსა და უკრაინის მეგობრობის გამყარებაში, არახამია კი რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g