„ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს წინასწარ დადგმულ და გამიზნულ პროვოკაცია იყო.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება უნდა მოჰყვეს, რომ მისი კადრება აღარავინ გაბედოს.
„მამის და ოჯახის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები არ ნიშნავს კითხვის დასმას, ეს არის წინასწარ დადგმული და გამიზნული პროვოკაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კრიტიკულ, არც ობიექტურ და არც სუბიექტურ ჟურნალისტიკასთან.
ანუ, თუ ადამიანი შენი მთავარი სამიზნეა და მის წინააღმდეგ, წლების მანძილზე, ხელმოსაჭიდს ვერაფერს ნახავ, მაშინ უნდა იკადრო და მის ოჯახის წევრს მიაყენო შეურაცხყოფა? ეს არის სწორი და საქებარი ქმედება?
აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი – უზნეო, ცილისწამება – სიმართლე და ყველაფრის კადრება – ღირსების გამოვლენა.“ – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.
კობახიძის გაღიზიანება დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.
ამავე თემაზე: