LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაცია კვლავ უმთავრესი გამოწვევაა, რუსეთი უაღრესად აგებს პასუხს – გიორგი გახარია

122
BeFunky-collage (2)

საქართველოს პარლამენტში ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის ანგარიშს დეპუტატები უკვე მესამედ ისმენენ. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში 2019-2020 წლის სამთავრობო მოხსენებით წარსდგა და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული ოთხი მთავარი პრიორიტეტი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია.

ჯანდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და განვითარება – ეს ის მიმართულებებია, რომელზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და პრემიერის თქმით, მათი მუშაობის შედეგი საზოგადოებისთვის ნათელია.

ამასთან, გახარია ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაციას ასახელებს.

პრემიერის განაცხადებით, რუსეთის ფედერაცია პასუხს აგებს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებების დარღვევისთვის, თუმცა გახარიამ აქვე განმარტა, რომ ერთადერთი ვარიანტი საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაა.

“დღეს საქართველოს ხელისუფლების უმთავრეს გამოწვევას ოკუპაცია წარმოადგენს. ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის 20%-ის შეზღუდვა, არამედ ეს ეკონომიკის შეზღუდვაცაა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ჩვენ რასაც ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვისაც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და მათი პრობლემები – ეს უნდა იყო ჩვენი მთავრობის მუშაობის ყოველდღიური საგანი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ოკუპაციის შესახებ სიტყვით გამოსვლისას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები