LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლენა ზელენსკას მიმართვა: „მადლობა მათ, ვინც კურნავს, სიცოცხლეს გადაარჩენს, ვინც ხალხს კვებავს…“

320
zelenska203

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლე, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ ხალხს ერთად დგომისკენ მოუწოდებს:

„ომის წინ (რა საშინელი და მაინც უჩვეულოა ამის თქმა) ერთხელ დავწერე, რომ უკრაინაში 2 მილიონით მეტი ქალია, ვიდრე მამაკაცი. ეს მხოლოდ სტატისტიკაა. მაგრამ, ახლა ის სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს. იმიტომ, რომ, ეს ნიშნავს, ჩვენს ამჟამინდელ წინააღმდეგობას ასევე განსაკუთრებით ქალური სახე აქვს…

მადლობა, მათ, ვინც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვის და მათ, ვინც მოხალისედ ჩაეწერა. ვინც კურნავს, სიცოცხლეს გადაარჩენს, ხალხს კვებავს. მოხალისეებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რაც საჭიროა. მათ, ვინც აგრძელებს თავის ჩვეულ საქმეს – აფთიაქებში, მაღაზიებში, ტრანსპორტში, რათა ცხოვრება გაგრძელდეს და გაიმარჯვოს. მათ, ვისაც ყოველ დღე პანიკის გარეშე მიჰყავს ბავშვები თავშესაფარში და ართობს თამაშებითა და მულტფილმებით, რათა მათი ცნობიერება ომისგან იხსნას, ვინც თავშესაფრებში მშობიარობს…

გაზაფხულის პირველ დღეს, უნდა გავიხსენოთ, როგორ ვესალმებოდით ერთმანეთს ამ დღეს, ომამდე… უკვე ჩანს მზე ნისლში. ყველაფერი იქნება გაზაფხული, ყველაფერი იქნება გამარჯვება, ყველაფერი იქნება უკრაინა!..“

წარმოშობით ებრაელი, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული წინაპრები და მშობლები, რომლებიც დღემდე ღარიბულად ცხოვრობენ – უცნობი ამბები პრეზიდენტ ზელენსკიზე

ზელენსკის პირადი ბედნიერება – “ორი შვილი გვყავს, მაგრამ ეს ზღვარი არაა, მე და ოლენა საკმაოდ ახალგაზრდები ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები