LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონის ავტოსადგური სტიქიის ზონიდან და თბილისიდან მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

185
racha (2)

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში ან თბილისიდან ჩასვლაში უფასოდ მოემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ ავტოსადგურის „ფეისბუქ“ გვერდი ავრცელებს.

„ავტოსადგური „მგზავრები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო!
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
უსასყიდლოდ დავეხმარებით სტიქიის ზონიდან ხალხს გადაადგილებაში, ასევე თბილისიდან დახმარების მსურველ ადამიანებს ჩავიყვანთ შოვის ტერიტორიაზე.
დაგვირეკეთ 599 12 09 29“, – აღნიშნულია ავტოსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, უკვე ორი დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი 7-მდე გაიზარდა. უსაფრთხო ადგილზეა 210 ადამიანია გადაყვანილი. დაკარგულად მიჩნეული ადამიანების ძებნის სამუშაოებში ამ წუთებშიც გრძელდება.

ადგილობრივებმა მდინარე ჭანჭახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

„ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს“ – მაია ბითაძე სტიქიის მიზეზებზე საუბრობს

„სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ ფაქტობრივად აღარაფერია, არის კოტეჯების ფრაგმენტები“ – თემურ მღებრიშვილი

„დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო, ონიდან მოდიან“ – რუსთავის სკოლის 60-მდე მოსწავლე და მასწავლებელი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g