„ინფო რუსთავის“ ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის გამო ჩარჩენილი კერძო სკოლის, „რეცას“ 60-მდე მოსწავლისა და მასწავლებლის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ განუცხადა, ახლა მოსწავლეები და მასწავლებლები ონში იმყოფებიან.
შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი
„დღეს 6 საათზე ჩამოიყვანეს ონში. დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო და ონიდან მოდიან უკვე რუსთავისკენ.
მშობელი ჩასულა და მარშრუტკებიც გამოუყვიათ. კარგად უვნებლად არიან“. – განაცხადა ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.