LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

272
რაჭა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.

შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g