LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ – კახეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

75
რედისონო

წინანდალში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ მიმდინარეობს. „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას “რედისონ ქოლექშენი” მასპინძლობს.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები იაპონიიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთსა და საქართველოდან. გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კორპორაცია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორატის წევრებმა.
მოწვეულმა პროფესორებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

უცხოელ სტუმრებს შორის არიან 2016-2018 წლებში „ევროპის კიბოს ორგანიზაციის“ და ESTRO-ს პრეზიდენტი, ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკა „IRIDIUM KANKERNETWERK”-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ფილიპ პორტმანსი.

შეგახსენებთ, პროფესორი ფილიპ პორტმანსი 23-24 სექტემბერს საქართველოს ესტუმრა და მონაწილეობა მიიღო ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა! დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები