LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს – მათ გეგმებს აქციებთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღვიქვამ: ირაკლი ბერაია

70
ბერაიაა

ოპოზიციას არანაირი რესურსი არ აქვს. შესაბამისად, მათ გეგმებს აქციებთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღვიქვამ”. ამის შესახებ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბოიკოტის შესაძლო გამოცხდების თაობაზე, ოპოზიციის წევრების გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

“მათი გადასაწყვეტია, რას გამოუცხადებენ ბოიკოტს. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, ყველას აქვს თავისუფალი მოქმედებების შესაძლებლობა. თუკი ვინმე ჩათვლის, რომ კონკრეტულ პროცესებს უნდა გამოუცხადოს ბოიკოტი, ეს არის მათი გადასაწყვეტი. რაც შეეხება აქციებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქუჩაში გამოხატოს პროტესტი კანონის ფარგლებში, ეს არის დასაშვები და ყველას აქვს ამის შესაძლებლობა”. – აღნიშნა, ბერაიამ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გაზაფხულისთვის აქციები დაანონსა და თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო ბოიკოტზეც ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები