LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდელი მეცნიერების აზრით, ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარი Covid-19-ით ინფიცირებულია

343
90554884-219849675797943-2616478932668514304-n

შესაძლოა, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ბრიტანეთის მოსახლეობის იმაზე დიდი ნაწილია ინფიცირებული, ვიდრე ამას მედიკოსები ვარაუდობდნენ, კერძოდ საუბარია არც მეტი და არც ნაკლები, ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე. აღნიშნული ინფორმაცია ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევით მოდელირებას ეფუძნება. როგორც მკვლევართა ჯგუფის ლიდერმა, თეორიული ეპიდემიოლოგიის პროფესორმა სუნეტრა გუპტამ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოდელირების შედეგები რეალობასთან ახლოს აღმოჩნდება, ყოველი ინფიცირებული ათასი ადამიანიდან ერთს დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა საერთოდ სიმპტომების გამოვლენის გარეშე გამოჯანმრთელდება, ან სუსტი სიმპტომები ექნება.

,,სასწრაფოდ საჭიროა მასობრივი ტესტირების დაწყება ანტისხეულებზე იმისთვის, რათა გავიგოთ ეპიდემიის რომელ ფაზაში ვართ ახლა” – აცხადებს გუპტა.

მოდელირების მიხედვით, ახალმა კორონავირუსმა ინგლისში დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებში შეაღწია და თვეზე მეტხანს შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდნენ პაციენტები, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც საჭირო გახდა.

იმისათვის, რათა კვლევის შედეგები მეტი მტკიცებულებით გაამყარონ, ოქსფორდელი მეცნიერები კემბრიჯისა და კენტის უნივერსიტეტელ კოლეგებთან თანამშრომლობენ. ბრიტანელი მეცნიერები აპირებენ რაც შეიძლება მალე დაიწყონ მთლიანი მოსახლეობის ტესტირება იმისათვის, რათა დადგინდეს ცირკულირებდა თუ არა კოვიდ-19 მოსახლეობაში ერთი თვის განმავლობაში ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება ამას დაადასტურებს, ცხადი გახდება რომ ბრიტანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი კორონავირუსი უკვე გადატანილი ექნება და შესაბამისად შესაძლებელი გახდება საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოსახლეობას ვირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდა. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს არსებული შეზღუდვების უფრო მალე მოხსნას, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.

,,კოლექტიური იმუნიტეტი ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანთა დიდმა ნაწილმა უკვე გადაიტანა ვირუსი და ისინი მის მიმართ რეზისტენტულები გახდნენ” – განმარტავს პროფესორი გუპტა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის, ტოვებს თუ არა კოვიდ-19 მყარ იმუნიტეტს, მისი აზრით, ეს ასეა და მალე კაცობრიობას კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება მის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g